სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებს წიგნები გადასცა

საქართველო, თბილისი - 15:43 | 23.12.2015
ნანახია: 1673

დღეს, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი,  სასჯელაღსრულების  მინისტრთან კახი კახიშვილთან ერთად, სასჯელაღსრულების #16 დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეხვდა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული ანგარიშები გადასცა.

ანგარიშები მსჯავრდებულთა პირობებს, პენიტენციალურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას, ინდივიდუალურ საქმეებსა და იმ რეკომენდაციებს მოიცავს, რომლითაც ომბუდსმენმა შესაბამის უწყებებს მიმართა. გამოცემებში ასახულია ასევე ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე