ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 09:35 | 02.10.2019
ნანახია: 850

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი  სამართალდამცავებმა ნაირა ოტიაშვილი დააკავეს.  გამოძიება მას ცრუ დასმენას ედავება. მისი აყვანა  სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა. მას ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინება.

უკავშირდება თუ არა მისი დაკავება ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეს - ამ ეტაპზე უცნობია.

ნაირა ოტიაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს მისმა კოლეგებმა.

შსს-ს ინფორმაციით, ნაირა ოტიაშვილი 373-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე დააკავეს, რაც გულისხმობს ცრუ დასმენას, ანგარებით ან პირადი მოტივით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე