გია ყანჩელი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 09:18 | 02.10.2019
ნანახია: 1200

გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი.

10 აგვისტოს გია ყანჩელი 84 წლის გახდა.

მსოფლიოში აღიარებულმა კომპოზიტორმა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 1963 წელს დაამთავრა.

განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

მას ეკუთვნის რობერტ სტურუას სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა - კავკასიური ცარცის წრე, რიჩარდ III, ჰამლეტი, ქალი-გველი, მეთორმეტე ღამე.

მუსიკა კინოფილმებისთვის: არ დაიდარდო, ქვევრი, არაჩვეულებრივი გამოფენა, მიმინო, შერეკილები, რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე, როცა აყვავდა ნუში და სხვა.

გია ყანჩელი ენიო მორიკონესთან, ნინო როტასთან და ჰანს ციმერთან ერთად შესულია მსოფლიოს 20 საუკეთესო კინომუსიკის შემქმნელთა შორის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე