ფინეთის კოლეჯში მამაკაცმა ხმლით 1 ადამიანი მოკლა, ხოლო 9 დაჭრა

საქართველო, თბილისი - 16:01 | 01.10.2019
ნანახია: 829

ფინეთის ქალაქ კუოპიოში ხმლით შეიარაღებული მამაკაცი კოლეჯში შეიჭრა და სტუდენტებს თავს დაესხა. იუწყება Yle.

დაიღუპა 1 და დაიჭრა 9 ადამიანი.

ორი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

თავდამსხმელი სამართალდამცველებმა იარაღის გამოყენებით დააკავეს.

შემთხვევის ადგილზე პოლიციელები მუშაობენ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე