„თქვე სიცრუის კულტივატორებო“ - მღვდელ-მონაზონი ილია ვაშაკიძე არ აპირებს სინოდის გადაწყვეტილებას დაემორჩილოს

საქართველო, თბილისი - 14:39 | 23.12.2015
ნანახია: 1843

მღვდელ-მონაზონი ილია ვაშაკიძე, რომელსაც მღვდელმსახურება აეკრძალა, არ აპირებს სინოდის გადაწყვეტილებას დაემორჩილოს

“ქრისტესმიერ საყვარელო ძმებო და დებო, მინდა განვაცხადო, რომ მე არ ვყოფილვარ დაბარებული სინოდის სხდომაზე და არ ვიცოდი თუ განიხილებოდა ჩემი საკითხი, შესაბამისად არ მომეცა ჩემი პოზიციის გამოხატვის უფლება. გამომდინარე აქედან, არ ვაპირებ დავემორჩილო სინოდის ამ გადაწყვეტილებას და ჩემი ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება გახდეს მომავალში ჩემთვის უფრო მკაცრი სასჯელის საფუძველი, იმდენად, რამდენადაც სიცრუეზე აგებული განაჩენი ავტომატურად ანულირებულია დიდი სჯულის კანონის მიხედვით და როგორც წმიდა მამები გვეუბნებიან, ,,ყოველი სიცრუე ბოროტისგანაა".    

მივმაქართველოს საპატრიარქოს წმიდა სინოდს: თქვე სიცრუის კულტივატორებო, დამიკავშირდით წმიდა სინოდის რომელიმე წევრი და მითხარით, როდის ვიყავი დაბარებული წმიდა სინოდის სხდომაზე, ვის მიერ და რა საკომუნიკაციო საშუალებებით?? მიუხედავად თქვენი ავაზაკობისა, მე ვიმყოფები თქვენთან ევქარისტიულ კავშირში“, - წერს მღვდელ-მონაზონი ილია ვაშაკიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე