ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

საქართველო, თბილისი - 09:49 | 01.10.2019
ნანახია: 903

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს დაშავებულები ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.

მძიმეა ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. შედარებით მსუბუქია მეორე დაშავებულის მდგომარეობა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში ტვინის შერყევის დიაგნოზით რჩება.

გვიან ღამემდე ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების საქმის მოწმეები, ვაკის პოლიციის პირველ განყოფილებაში იკითხებოდნენ.

შემთხვევა გუშინ ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა. დაპირისპირებაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე