სტამბოლში მიწისძვრის შედეგად 34 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა 473 შენობა

საქართველო, თბილისი - 13:14 | 27.09.2019
ნანახია: 888

სტამბოლში მიწისძვრის შედეგად 34 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა 473 შენობა. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქთაიმ განაცხადა.

ევროპის ხემელთაშუა ზღვის სეისმოლოგიის ცენტრის ცნობით, 5,9 მაგნიტიდუის მიწისძვქა თურქეთის დასავლეთ ნაწილში გუშინ მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 14:59 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი სტამბოლიდან 68 კმ-ში მდებარეობდა.

არსებული ინოფრმაციით, 24 დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ხოლო 10 მკურნალობას განაგრძობს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე