13,5 ტონა ოქრო აღმოაჩინა პოლიციამ ჩინეთში, ყოფილი მერის სახლში

საქართველო, თბილისი - 14:34 | 26.09.2019
ნანახია: 1274

ჩინეთში, ქალაქ განჩჟოუს ყოფილი მერის, 57 წლის ცჟან ცის სახლში, ჩხრეკის შედეგად პოლიციამ 13,5 ტონა ოქრო აღმოაჩინაძვირფასი ლითონი, სახლში ზოდების სახით ინახებოდა. იუწყება გამოცემა powerapple.

ამის გარდა არაოფიციალური მონაცემებით, სახლის საიდუმლო სარდაფში იპოვეს დიდი რაოდენობით თანხა. ასევე გაირკვა, რომ მამაკაცი მალავდა რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრის ძვირფას უძრავ ქონებას.

მედიის მონაცემებით, თანხა, ოქრო, ფერწერული ნამუშევრები და ანტიკვარული ნივთები სახლიდან რამდენიმე სამხედრო სატვირთო ავტომობილით გაიტანეს. მამაკაცს, სავარაუდოდ სიკვდილით დასჯა ემუქრება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე