31 დეკემბერს 23 საათიდან 4 საათამდე მეტროპოლიტენით მგზავრობა უფასო იქნება

საქართველო, თბილისი - 12:38 | 23.12.2015
ნანახია: 1639

დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე სადღესასწაულო დღეებში მუცნიციპაური ტრანსპორტით სარგებლობის შესახებ განცხადება გააკეთა. როგორც დავით ნარმანიამ განმარტა, 31 დეკემბერს 23 საათიდან 1 იანვრის 4 საათამდე მეტროპოლიტენით მგზავრობა იქნება უფასო.

ასევე 31 დეკემბრის 23 საათიდან 1 იანვრის 3 საათამდე რიყე-ნარიყალას საბაგირო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

დავით ნარმანიამ განმარტება შობის დღესასწაულთან დაკავშირებითაც გააკეთა.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა 6 იანვრის 23 საათიდან 7 იანვრის 4 საათამდე მეტროპოლიტენით მგზავრობა იქნება უფასო.

წინასაახალწლოდ დავალებები საქალაქო სამსახურების ხელმძღვანეელებმაც მიიღეს. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე