ვახტანგ გომელაური ყაზახეთის ელჩს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 15:22 | 25.09.2019
ნანახია: 786

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს - ბაურჟან მუხამეჯანოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ვახტანგ გომელაურმა და ყაზახეთის ელჩმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე