ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დწყების მომხრეა
საქართველო, თბილისი - 10:31 | 25.09.2019 ნანახია: 1035
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით. წერს ჟურნალი People.
შეგახსნებთ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პალატის სპიკერმა დემოკრატმა ნენსი პელოსმა განაცხადა.
მისი აზრით, ტრამპის საქმიანობა ცხადყოფს, რომ მან „გაყიდა პრეზიდენტის თანამდებობა, ეროვნული უსაფრთხოება და ჩვენი არჩევნების მთლიანობა”.
„მომხრე ვარ იმპიჩმენტის დაწყების. ამ გადწყვეტილებამდე სწრაფად და იოლად არ მივსულვარ, მაგრამ ეს საგანგებო შემთხვევაა“, - განაცხადა კლინტონმა.
„მაგრამ ტრამპის ბოლო ქმედებები უკრაინის გარშემო, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენკის შეთქმულებაში ჩათრევის მცდელობები, რათა ზიანი მიეყენებინა აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის ან დაეკარგა სამხედრო პარტნიორი, რომელიც მას სჭირდება, რათა თავი დაეცვა ტრამპის მეგობარ ვლადიმირ პუტინისგან და რუსეთის შემდგომი აგრესიისგან - თუ ეს იმპიჩმენტისთვის მიზეზი არ არის, მაშინ არ ვიცი (სხვა რა შეიძლება იყოს)“, - განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის ლიდერმა ზელენკისთან საუბრისას, განიხილა რაღაც საიდუმლო ინფორმაცია და ცდილობდა უკრაინის ხელისუფლების იძულებას დაეწყო აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება. ტრამპი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს ისტორია ფაბრიკაციაა, რათა დაიცვან ბაიდენი, რომლის შვილიც უკრაინაში კორუფციაშია გარეული.
გაზეთი Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპი ამ საუბრისას ზელენკისზე ახდენდა ზეწოლას, რათა მას ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გმოძიება დაეწყო.
ჯო ბაიდენის შვილი - ჰანტერი Burisma Group-ის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, რომელიც უკრაინაში გაზის კერძო, მსხვილი კომპანიაა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















