8 ახალშობილი დაიღუპა ალჟირის სამშობიაროში ხანძრის შედეგად

საქართველო, თბილისი - 12:52 | 24.09.2019
ნანახია: 840

რვა ახალშობილი დაიღუპა ალჟირში, ელ-უედის პროვინციაში სამშობიაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი პერინატალურ განყოფილებაში დილით ადრე გაჩნდა. სამოქალაქო თავდაცვის ძალებმა შენობიდან 76 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 11 ახალშობილი, 37 პაციენტი და საავადმყოფოს 28 თანამშრომელი.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი, შესაძლოა, მოკლე ჩართვა გამხდარიყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე