ლიონელ მესი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 24.09.2019
ნანახია: 1196

„ბარსელონას“ თავდამსხმელი, არგენტინელი ლიონელ მესი ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ფიფას დაჯილდოების ცერემონია მილანში ლა სკალას თეატრში გაიმართა./

გასულ სეზონზე მესიმ 50 მატჩში 51 გოლი გაიტანა.

მესის გარდა ტიტულისთვის ასევე იბრძოდნენ „იუვენტუსის“ თავდამსხმელი, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ და „ლივერპულის“ ფეხბურთელი, ჰოლანდიელი ვირჯილ ვან დეიკი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე