კანიე უესტი ყველაზე მაღალანაზღაურებადი რეპერია - Forbes

საქართველო, თბილისი - 15:56 | 20.09.2019
ნანახია: 1482

ჟურნალმა Forbes-მა  ამერიკელი რეპერი კანიე უესტი ყველაზე მაღალანაზღაურებად რეპერად დაასახელა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუსიკოსის შემოსავალმა 150 მლნ დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც მან გასული წლის რეიტინგის ლიდერი რეპერი Jay-Z -ი უკან ჩამოიტოვა, ამ უკანასკნელმა შარშან 81 მლნ დროლარი გამოიმუშავა.

მესამე ადგილი დაიკავა დრეიკმა 75 მლნ დოლარის შემოსავლით.

ხუთეულში ასევე მოხვდნენ P.Diddy (70 მლნ დოლარი) და ტრევის სკოტი (58 მლნ).

პირველ ათეულში ასევე შევიდნენ ემინემი (50 მლნ), DJ Khaled-ი (40 მლნ), ქენდრიკ ლამარი (38,5 მლნ), Migos-ი (36 მლნ) და დონალდ გლოვერი (35 მლნ).

სულ 20-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა შემსრულებელმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 860 მლნ დოლარი გამოიმუშავა, რაც 33 პროცენტით მეტია გასულ წელთან შედარებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე