გიორგი მარგველაშვილმა სანდრო გირგვლიანის დედა თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

საქართველო, თბილისი - 14:42 | 22.12.2015
ნანახია: 2091

პრეზიდენტმა სანდრო გირგვლიანის დედა თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ირინა ენუქიძე იბრძოდა ადამიანებისა და ჰუმანურობისთვის. ჯილდო მის მეუღლეს გურამ გირგვლიანს გადაეცა. 

"განსაკუთრებული ადამიანების გამორჩევა ქალბატონი ირინა ენუქიძით დავიწყე. ირინა გახდა სიმბოლო ჰუმანურობის, ადამიანის უფლებების ბრძოლის. ეს იყო მორალური ბრძოლა. მას მოუკლეს შვილი და ის იბრძოდა, რომ ჩვენი შვილები გადარჩენილიყვნენ. მან ეს ბრძოლა ბოლომდე მიიყვანა და თავი შესწრია ამ ბრძოლას," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2015 წელი ქალთა წლად იყო გამოცხადებული.  

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე