ზელიმხან ხანგოშვილი, სავარაუდოდ, კაზბეკ შამაევმა მოკლა - BBC
საქართველო, თბილისი - 12:39 | 19.09.2019 ნანახია: 1935
ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი სავარაუდოდ კაზბეკ შამაევია. ამის შესახებ BBC-ის რუსული ბიურო ვრცელ სტატიაში წერს.
ჟურნალისტები ზელიმხან ხანგოშვილის ძმას, ზურაბს შეხვდნენ. ზურაბ ხანგოშვილის მტკიცებით, ჩეჩნეთის დიასპორის წარმომადგენლებმა მისი ძმის მკვლელი ფოტოს მიხედვით ამოიცნეს. ზურაბი ამჟამად, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში იმყოფება.
„ეს ადამიანი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, შატოეში 1999-2000-იან წლებში ცხოვრობდა. ეროვნებით რუსია, მაგრამ გამართულად საუბრობს ჩეჩნურ ენაზე. ჩეჩნეთში ცხოვრებისას მას კაზბეკი ერქვა. ის ჩეჩნეთის რესპუბლიკის საველე დანაყოფებს დაუახლოვდა, შემდეგ კი რამდენიმე მათგანი ფედერალებს ჩააბარა. ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა“, – აცხადებს ზურაბ ხანგოშვილი.
ევროპაში მცხოვრები კიდევ ერთი ჩეჩენის თქმით, ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის პასპორტი აქვს ნანახი. როგორც ის ამბობს, მისი სახელია კაზბეკ შამაევი. მას დედა რუსი ჰყავს და მამა ჩეჩენი.
ჩეჩენმა BBC-ის უთხრა, რომ შამაევი დაკავშირებული იყო ჩეჩნეთში მოქმედი რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან და „ამ კავშირებით გამჟღავნების შემდეგ გაქრა“.
BBC-ი გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მეუღლესაც შეხვდა. მისი თქმით, მან რამდენჯერმე მიმართა გერმანიის პოლიციას და გააფრთხილა, რომ მათ საფრთხე ემუქრებოდათ.
როგორც ხანგოშვილის ცოლმა ჟურნალისტებს უთხრა, ზელიმხანი 23 აგვისტოს იმ დროს მოკლეს, როდესაც ის პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა. მისი ცოლის თქმით, ზელიმხანი სახლიდან დაახლოებით, შუადღისით გავიდა. გზის მეორე მხარეს გადავიდა, გაიარა რამდენიმე ათეული მეტრი, რის შემდეგაც უკნიდან ველოსიპედით მიუახლოვდა ქილერი. მან ხანგოშვილს თავსა და მხარში რამდენჯერმე ესროლა და გაიქცა. გაქცევის დროს ველოსიპედი, Glock-ის მარკის პისტოლეტი და პარიკი მდინარეში გადააგდო და სადგომზე გაჩერებული მოპედით სცადა გაქცევა, თუმცა ის მოზარდებმა შენიშნეს და პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა სავარაუდო მკვლელი ცხელ კვალზე დააკავეს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი დუმილის უფლებას იყენებს და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















