ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს სამი დღით ჩაკეტავს

საქართველო, თბილისი - 13:30 | 18.09.2019
ნანახია: 1510

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დღეს 21 საათიდან ე.წ. საზღვარს სამი დღით ჩაკეტავს. ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით აღნიშნული ქმედება ე.წ. რესბულიკის დღის აღნიშვნით არის განპირობებული.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ე.წ. რესპუბლიკის დღეს 20 სექტემბერს აღნიშნავს. ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილია ე.წ. სამხედრო აღლუმი და კონცერტი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე