ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია დღეს იხსნება

საქართველო, თბილისი - 15:55 | 17.09.2019
ნანახია: 979

დღეს ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია იხსნება. სესია თბილისის დროით 23 საათზე გაიხსნება.

74-ე სესიის თავმჯდომარე გაერო-ში ნიგერიის მუდმივი წარმომადგენელი თიჯანი მუჰამად ბანდე იქნება.

გენერალურ ასამბლეაზე განხილვის მთავარი თემები იქნება – ირანი, დაძაბულობა სპარსეთის ყურეში, ასევე ჩრდილოეთ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება და სირიის საკითხი.

საქართველოს სახელით წელს გენერალურ დებატებში მონაწილეობას ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე