ავღანეთში, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას მომხდარ აფეთქებას 24 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:51 | 17.09.2019
ნანახია: 826

სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა და 31 დაიჭრა ავღანეთში, პარვანის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად. შემთხვევა პრეზიდენტ აშრაფ განის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენელთა შეკრების სიახლოვეს მოხდა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 4 გარდაცვლილის შესახებ.

მედიის ცნობით, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც განი  მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავდა. მომხდარის შედეგად პრეზიდენტი არ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, ავღანეთის პრეზდინტის არჩევნები 2019 წლის 29 სექტემბერს იმართება. მოძრაობა “თალიბანმა“ არაერთი მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ არჩევნებს ჩაშლიდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე