მარინ ლე პენი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 12:09 | 17.09.2019
ნანახია: 795

საფრანგეთის მემარჯვენე პარტიის „ნაციონალური გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი 2022 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ გამორიცხავს.

 „ჩვენი გუნდი აირჩევს მას, ვინც ყველაზე უკეთ შეძლებს გააერთიანოს ძალები საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის. ჩანს, რომ ბევრი ეძებს ჯადოსნურ კანდიდატს, ჯერჯერობით, მე მას ვერ ვხდავ, თუმცა შესაძლოა, ის მალე გამოჩნდეს“, - განუცხადა ლე პენმა ტელეარხ BFMTV-ს.

„თუმცა ყველა შემთხვევაში ვეუბნები ფრაგნებს: „თუ არავინ გამოჩნდება, მე ყოველთვის აქ ვარ, რათა დავიცვა მათი ინტერესები“, - აღნიშნა მან.

მისი აზრით, 2022 წლის არჩევნებში ერთმანეთს გლობალისტები და ნაციონალისტები დაუპირისპირდებიან.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე