ძლიერი ქარიშხალი „უმბერტო“ ბერმუდის კუნძულებს უახლოვდება

საქართველო, თბილისი - 13:04 | 16.09.2019
ნანახია: 866

ატლანტის ოკეანეში ტროპიკული შტორმი „უმბერტო“ ქარიშხლის დონემდე გაძლიერდა.

მეტეოროლოგების მონაცემებით, ქარიშხლის მაქსიმალურმა სიჩქარემ საათში 120 კმ-ს მიაღწია. მისი მოძრაობის სიჩქარე საათში 4,8 კმ-ს შეადგენს. ამჟამად „უმბერტო“ ბერმუდის კუნძულებიდან 1260 კმ-ის დაშორებითაა და მისკენ მიემართება.

 „უმბერტო“ ამ სეზონზე მეცხრე ტროპიკული შტორმია და მესამეა, რომელმაც ქარიშხლის დონეს მიაღწია. ქარიშხალ „ბარის“ აშშ-ში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. „დორიანს“ კი ბაჰამის კუნძულებზე 50-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე