დემნა გვასალია სალმა ჰაიეკს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველო, თბილისი - 16:55 | 02.09.2019
ნანახია: 1909

ქართველი დიზაინერი, მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ჰოლივუდის ვარსკვლავს, მსახიობს სალმა ჰაიეკს დაბადების დღეს თავის „ფეისბუქის“ გვერდზე ულოცავს. დიზაინერი მსახიობთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს წარწერით: „დაბადების დღეს გილოცავ, სალმა ჰაიეკ“.

სალმა ჰაიეკი 2 სექტემბერს 53 წლის გახდა. მსახიობმა 1-ელ სექტემბერს „ინსტაგრამზე“ ფოტო გაავრცელა, სადაც ცისფერ საცურაო კოსტიუმშია გამოწყობილი, რომელიც მის იდეალურ სხეულს კიდევ უფრო უსვამს ხაზს. „დიახ, ხვალ 53 წლის ვხდები და მერე რა?“- წერს მსახიობი.

 

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე