Vogue-ს იაპონური გამოცემა საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

საქართველო, თბილისი - 17:09 | 30.08.2019
ნანახია: 1166

Vogue-ს იაპონური გამოცემა საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.

Vogue-ს ჟურნალისტებს საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა.

გავლენიანი საერთაშორისო ჟურნალის შემოდგომის ნომერში ვრცელი სტატია საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ძველ თბილისს ეძღვნება.

საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები საქართველოში Mercedes-Benz-ის, თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში იმყოფებოდნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე