ძარცვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:40 | 30.08.2019
ნანახია: 1080

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული დ.კ. ძარცვის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.კ.-მ ქალბატონს ხელჩანთა გასტაცა, სადაც 710 ლარი და პირადი ნივთები იყო და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. პატრულ-ინსპექტორებმა დ.კ. შემთხვევის ადგილიდან ახლოს, რამდენიმე წუთში დააკავეს.
პოლიციამ ფული და პირადი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება ძარცვის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლის პირველი ნაწილით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე