ლუკაშენკო პუტინის მხარდაჭერის ნიშნად ვარშავაში არ ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 17:03 | 29.08.2019
ნანახია: 759

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავთან დაკავშირებით ვარშავაში ჩასვლაზე უარი თქვა. ამის შესახებ Rzeczpospolita წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ამ ფორმით ლუკაშენკომ სოლიდარობა გამოუცხადა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, რომელიც პოლონეთის ლიდერმა ვარშავაში არ მიიწვია. ამავე მიზეზით, მინსკმა გადაწყვიტა პოლონეთში მაღალი რანგის დელეგაციაც არ გაეგზავნა.

ბელარუსის საგარეო საქმეთა უწყებას ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ის, რომ პუტინი პოლონეთში არ მიიწვიეს, ვარშავამ იმით ახსნა, რომ საბჭოთა კავშირმა 1939 წლის საერთაშორისო სამართალი დაარღვია. აღსანიშნავია, რომ ვარშავაში ღონისძიებებზე მიწვეულია გერმანია.

მეორე მსოფლიო ომი გერმანიის მხრიდან პოლონეთზე თავდასხმით დაიწყო.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე