ესპანეთში ხარების რბოლის დროს ერთი მამაკაცი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 15:23 | 29.08.2019
ნანახია: 908

ესპანეთში ხარების რბოლის დროს ერთი მამაკაცი დაიღუპა. ინციდენტი კასტილია-ლეონის ოლქში, ქალაქ კუელიარში მოხდა. იუწყება გაზეთი Periodico.

62 წლის მამაკაცი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, რომლებიც მას ხარმა რქებით მიაყენა.

გამოცემის ცნობით, ხარმა მამაკაცს დაზიანებები ყელისა და მკერდის არეში მიაყენა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე