ქუჩის ძაღლი გამვლელებს თავს დაუძლურებულად აჩვენებდა, რათა მისთვის საკვები მიეცათ | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 13:13 | 29.08.2019
ნანახია: 1863

ბანგკოკში ძაღლი გამვლელებს თავს დაუძლურებულად აჩვენებდა, რათა მისთვის საკვები მიეცათ. ნახეთ ვიდეო.

ქუჩის ძაღლი, სახელად გაე გამვლელების წინაშე უკანა მარცხენა თათით კოჭლობას იწყებდა. როდესაც მას ადამიანები უახლოვდებოდნენ ფეხს ასწორებდა და მათ გარშემო კუდის ქიცინით დარბოდა.

ძაღლს ბრინჯით და სხვა საკვებით უმასპინძლებოდნენ.

ბანგკოკის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ქალმა, რომელიც იმ ადგილთან ახლოს მუშაობდა, სადაც ძაღლი იმყოფებოდა, გაეს თათი შეუმოწმა და აღმოაჩინა, რომ მას ყველაფერი წესრიგში ჰქონდა.

ვიდეო, სადაც ძაღლის „ეშმაკობის“ კადრებია აღბედჭდილი, სოციალურ ქსელში გავრცელდა და მომხმარებლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

„ალბათ, წარსულ ცხოვრებაში ეს ძაღლი ადამიანი იყო“, - ნათქვამია ერთ-ერთ კომენტარში.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე