რუსმა ტანმოვარჯიშემ მოქალაქეობა შეიცვალა და საქართველოს სახელით იასპარეზებს

საქართველო, თბილისი - 12:22 | 29.08.2019
ნანახია: 1191

რუსი ტანმოვარჯიშე მარია ხარენკოვა იცვლის სპორტულ მოქალაქეობას და ამიერიდან იგი საქართველოს სახელით იასპარეზებს, საქართველოს ნაკრების შემადგელობაში. ამის შესახებ იუწყება რუსული სახელმწიფო სააგენტო "ტასი" ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

20 წლის ხარენკოვამ სხვა ეროვნულ ნაკრებში გადასვლის უფლება მიიღო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე.

ხარენკოვა 2014 წელს გამართული მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია გუნდურ შეჯიბრებაში, მიღებული აქვს ბრინჯაოს მედალი. ასევე ევროპის ჩემპიონი (2014 წ).

ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე წლის 4-13 ოქტომბერს გერმანიაში გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე