პერუში 227 ბავშვის სამარხი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 16:01 | 28.08.2019
ნანახია: 1217

227 ბავშვის ცხედრის ნაშთები აღმოაჩინეს პერუში, დედაქალაქ ლიმასთან უანჩაკოს სამარხში. იუწყება Daily Mail-ი. არქეოლოგების აზრით, ეს ერთ-ერთი უმსხვილესი სამარხია.

სამარეში 4-დან 14 წლამდე ბავშვების ცხედრებია. მათ კოლუმბის ეპოქამდე ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ. ექსპერტების ვერსიით, მათ სავარაუდოდ მსხვერპლად სწირავდნენ ამინდის გაუმჯობესების თხოვნის მიზნით.

ბავშვები ეკუთვნოდნენ ჩიმუს ცივილიზაციას, რომელიც 1475 წელს ინკების მიერ მისი დაპყრობის შემდეგ გაქრა.

ამავე რაიონში ცოტა ხნის წინ ასევე იპოვეს 269 ბავშვის ცხედარი.

არქეოლოგები აღნიშნავენ, რომ სავარაუდოდ, ეს ბოლო აღმოჩენა არ იქნება.“სადაც კი ვთხრით, ყველგან ცხედრებს ვპოულობთ“ , - ამბობენ ისინი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე