საფრანგეთში, აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 14:27 | 28.08.2019
ნანახია: 821

ცხრა ადამიანი დაშავდა შუშის ქარხანა Corning-ში მომხდარი აფეთქების შედეგად საფრანგეთის დედაქალაქის რეგიონში.  იუწყება გაზეთი Parisien-ი.

აღნიშნულია, რომ აფეთქების მიზეზი ამ დროისათვის დაუდგენელია.

დაშავებულებმა ქიმიური დამწვრობა მიიღეს, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. დაწესებულების 150-ვე თანამშრომელი ევაკუირებულია.

შემთხვევის ადგილზე მაშველები, ექიმები და პოლიციელები მუშაობენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე