ბანგლადეშელ ქალებს, ქორწინებისას, თავიანთი ქალწულობის შესახებ ინფორმაციის მითითება აღარ ევალებათ

საქართველო, თბილისი - 17:14 | 27.08.2019
ნანახია: 1141

ბანგლადეშში, ქალებს ქორწინებისას თავიანთი ქალწულობის შესახებ ინფორმაციის მითითება აღარ ევალებათ  . შესაბამისი გადაწყვეტილება უმაღლესმა სასამართლომ მიიღო. იუწყება South China Morning Post-ი.

მანამდე ბანგლადეშელი ქალები კანონის თანახმად, ვალდებულნი იყვნენ ქორწინების მოწმობაში მიეთითებინათ იწყვნენ თუ არა ისინი ქალწულები, ქვრივები ან განქორწინებულები. ამიერიდან, მათ პირველ პუნქტში შეუძლიათ ჩაწერონ „გასათხოვარი“. ამის გარდა თავის სტატუსის შესახებ ინფორმაცია უნდა ჩაწეროს საქმრომაც, რაც ადრე არ ევალებოდა.

გამოცემა არ აზუსტებს როდიდან შევა ძალაში აღნიშნული გადაწყვეტილება.

საქმე 2014 წლიდან განიხილეობდა. მასზე მომუშავე ადვოკატები აღნიშნავნენ, რომ სასამართლოს დადგენილება ქალთა უფლებების სფეროში სასიკეთო ცვილებების იმედს იძლევა. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ქალისთვის მისი ქალწულობის შესახებ შეკითხვის დასმა პირადი ცხოვრების უფლებას ეწინააღმდეგება.

ბანგლადეშში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა მუსლულმანია, ქორწინებისა და განქორწინების შესახებ კანონი 1974 წელს მიიღეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე