ვიოლა დევისი შეასრულებს მიშელ ობამას როლს პოლიტიკურ დრამაში

საქართველო, თბილისი - 16:07 | 27.08.2019
ნანახია: 1040

ოსკაროსანი მსახიობი ვიოლა დევისი აშშ-ის პირველი ლედის მიშელ ობამას როლს შეასრულებს მრავალსერიან სატელევიზიო პოლიტიკურ დრამაში „პირველი ლედები“. იუწყება Variety.

როგორც გამოცემას წყარომ უამბო, მსახიობმა ხელი უკვე მოაწერა კონტრაქტს პროექტში მონაწილეობის შესახებ. დევისი სურათის აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება.  

სერიალში მოთხრობილი იქნება ამერიკის პრეზიდენტების ცოლების პირადი და პოლიტიკური ცხოვრების შესახებ სხვადასხვა ეპოქაში. პირველი სეზონი მიეძღვნება ელეონორა რუზველტს, ბეტი ფორდსა და მიშელ ობამას.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე