ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:41 | 27.08.2019
ნანახია: 982

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ფოთის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ერთი არასრულწლოვანი გოგონა კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე