დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის სახით შვიდი პირი პასუხისგებაში მიესცა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 27.08.2019
ნანახია: 840

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან ორი დააკავეს.

დაკავებულთაგან, ერთი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი, ხოლო, მეორე ყოფილი თანამშრომელია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაარეგისტრირეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, 50 000 ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი 4 700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, ასევე, გაყალბებული დოკუმენტების მეშვეობით შეეცადნენ საჯარო რეესტრში, რეგისტრაციაში გაეტარებინათ ხსენებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, 4 690 კვ. მეტრი მიწის ფართობი, რომლის ღირებულება 53 000 ლარს შეადგენს.

დღეისათვის, მიწის ნაკვეთი დაყადაღებულია, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე