პოლიციამ ქურდობის 4 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 3 არასრულწლოვანი

საქართველო, თბილისი - 10:58 | 27.08.2019
ნანახია: 824

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ -საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე სამი არასრულწლოვანი - 2002 წელს დაბადებული ო.კ., 2001 წელს დაბადებული ე.ბ. და 2004 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ,,ჯი პი სი"-ს აფთიაქი, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტი ,,ბავარიული გრილი", ამავე ქუჩაზე მდებარე ტურისტული კომპანია ,, time 2 travel''-ის ოფისი და ნაფარეულის ქუჩაზე მდგარი „ბე-ემ-ვე“- ს მარკის ავტომანქანა გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა დასახელების ნივთები მოიპარეს.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე