სოფელ ძირკოკში 34 წლის მამაკაცს ეძებენ

საქართველო, თბილისი - 14:01 | 22.08.2019
ნანახია: 986

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში მცხოვრებ 34 წლის ვანო მახარაშვილს რამდენიმე დღეა, ეძებენ.

ოჯახის წევრების განცხადებით, იგი 13 წელია, სხვადასხვა ფერმაში მწყემსად მუშაობდა და ოჯახის მოსანახულებლად სახლში ხშირად მიდიოდა. მას შემდეგ კი, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოჩნდა, ოჯახმა პოლიციას მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ტარდება შესაბამისი სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე