რიკი მარტინი 7 თვის ქალიშვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს | ფოტო

საქართველო, თბილისი - 13:15 | 09.08.2019
ნანახია: 1855

ცნობილმა მომღერალმა და მსახიობმა, 47 წლის რიკი მარტინმა Instagram-ზე 7 თვის ქალიშვილის ლუსიას პირველი ფოტო გამოაქვეყნა.

 „ჩემი თვალის სინათლე“- წერს მომღერალი.

გასულ წელს რიკი მარტინი ჯოენ იოსეფზე დაქორწინდა. დეკემბერში მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელიც სუროგატმა დედამ გააჩინა. რიკი ყოველთვის ამბობდა, რომ ქალიშვილზე ოცნებობდა.

გოგონა რიკი მარტინის მესამე შვილია. 2008 წელს მას სუროგატმა დედამ ტყუპი ბიჭები - მათეო და ვალენტინო გაუჩინა.

 

 

Люсия Мартин-Йосеф

 

Рики Мартин с дочерью




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე