თბილისში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის, უშანგი სოფრომაძის ქუჩა გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 14:18 | 08.08.2019 ნანახია: 997
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ისნის რაიონში, ე.წ. სამხედრო ქალაქში მდებარე უსახელო ქუჩა და მასთან არსებული სამი შესახვევი, რომლებსაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი მიენიჭა, დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, ისნის რაიონის გამგებელი, თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და უშანგი (შმაგი) სოფრომაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის სახელობის ქუჩის გახსნა დღევანდელ დღეს სიმბოლურად მოხდა. მისივე თქმით, ამ ფორმით, თბილისის საკრებულომ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.
"11 წლის წინ, რუსეთ-საქართველოს ომს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები შეეწირნენ. თითოეული მათგანის ისტორია ჩვენი ქვეყნის ძლიერებაა. დღეს ერთ-ერთი გამორჩეული გმირის, შმაგი სოფრომაძის სახელის უკვდავსაყოფად, მისი სახელობის ქუჩა გავხსენით. ჩვენი ვალია, რომ ქალაქს და ისტორიას გმირების სახელები შემოვუნახოთ" - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ქუჩას, რუსეთ-საქართველოს ომის გმირის სახელი თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ 2018 წლის, 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით მიანიჭა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, საკრებულო ომის თემატიკაზე მუდმივად მუშაობს და გეოგრაფიულ ობიექტებს გმირთა სახელებს ხშირად ანიჭებს. მისივე თქმით, შმაგი სოფრომაძე ერთ-ერთი გამორჩეული გმირია, რომელმაც ქვეყანას თავი შესწირა და მის მთავარ სიმბოლოს, სიცოცხლის ფასად არ გადააბიჯა.
"საქართველო მუდმივად დგას ისეთი ადამიანების პირად ისტორიებზე, როგორიც აგვისტოს ომის გმირი შმაგი სოფრომაძე იყო. სიმბოლურია ის ადგილი, რომელსაც გმირის სახელი მიენიჭა. ეს არის ე.წ სამხედრო ქალაქის ტერიტორია. მე მჯერა, რომ გავა დრო და შმაგი სოფრომაძის ქუჩაზე, ძალიან ბევრი თავისუფლებაზე შეყვარებული ახალგაზრდა გაიზრდება",- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
უმცროსი სერჟანტი, უშანგი (შმაგი) სოფრომაძე 1983 წლის, 5 ივნისს სოფელ ძევრში დაიბადა. იგი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდა. დაჭრილი თანამებრძოლების გამოყვანისას იგი ტყვედ ჩავარდა. უშანგი (შმაგი) სოფრომაძეს, რამდენიმე დღის განმავლობაში აწამებდნენ. სახელმწიფო დროშაზე ფეხის დადგმაზე უარის თქმის შემდეგ, კი დახვრიტეს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















