შვედეთმა ოსკარზე წარსადგენ ფილმებს შორის And Then We Danced შეარჩია

საქართველო, თბილისი - 15:56 | 07.08.2019
ნანახია: 1326

შვედეთმა ოსკარზე წარსადგენ კანდიდატ სამ ფილმს შორის And Then We Danced-იც შეარჩია. ინფორმაციას ამის შესახებ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი ავრცელებს.

საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რომელ ფილმს წარადგენს შვედეთი ოსკარის უცხოური ფილმების ნომინაციაზე 28 აგვისტოს გახდება ცნობილი.
წარმოშობით ქართველი რეჟისორის ლევან აკინის ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კანის ფესტივალზე კინოკრიტიკოსთა მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქართველი მოცეკვავის მერაბის შესახებ, რომლის ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც თავისივე მეტოქე შეუყვარდება.

"ფილმის სიუჟეტი ინსპირირებულია რეალური ადამიანების ცხოვრებითა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. იგი გვიჩვენებს საქართველოს რეალობას და ისტორიას ფართო კონტექსტში. ეს არის გულწრფელი ფილმი თავისუფლების მნიშვნელობაზე“, აცხადებს ლევან აკინი.

ფილმის მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო ფესტივალზე 16 მაისს გაიმართა.

გასულ თვეს, ფილმი ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე