წიგნის ეროვნული ცენტრი და მწერალთა სახლი გაერთიანდება და "მწერალთა სახლი" ერქმევა
საქართველო, თბილისი - 15:19 | 06.08.2019 ნანახია: 1452
წიგნის ეროვნული ცენტრი და მწერალთა სახლი გაერთიანდება და "მწერალთა სახლი" ერქმევა - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ორი სსიპ-ის (წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის) გაერთიანებით ჩამოყალიბებულ ერთ ორგანიზაციას ნატა ლომოური უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე მწერალთა სახლს ხელმძღვანელობდა.
ბატიაშვილის თქმით, სამინისტრო იწყებს მასშტაბურ, კომპლექსურ რეფორმასა და სისტემურ ცვლილებებს კულტურის სფეროში, რაც ეფუძნება ევროკავშირის რეკომენდაციებსა და მორგებულია საქართველოს საჭიროებებზე.
რეფორმის საფუძველზე, სამინისტრო განსაზღვრავს კულტურის პოლიტიკას, დანერგავს კულტურის სფეროს სსიპ-ებსა და სამინისტროს შორის ორმხრივი ანგარიშვალდებულების პრინციპს, განახორციელებს საქმიანობის შესრულების ეფექტიან მონიტორინგს; ასევე, შეასრულებს კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სახელოვნებო განათლების სფეროს პოლიტიკის, სტრატეგიის, საკანონმდებლო და კოორდინაციის ძირითად ფუნქციებს.
რეფორმის ფარგლებში იქმნება კულტურის ეროვნული ფონდი, რომელსაც სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის განმახორციელებელი ფუნქცია დაეკისრება. ფონდის მუშაობა დაფუძნებული იქნება დაფინანსების თანაბარი შესაძლებლობების და შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეუხებლობის დაცვის პრინციპებზე. მისი მთავარი დანიშნულება იქნება კულტურის განვითარების, პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
რეფორმის ფარგლებში იქმნება კულტურის ეროვნული ფონდი, რომელსაც სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის განმახორციელებელი ფუნქცია დაეკისრება. ფონდის მუშაობა დაფუძნებული იქნება დაფინანსების თანაბარი შესაძლებლობების და შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეუხებლობის დაცვის პრინციპებზე. მისი მთავარი დანიშნულება იქნება კულტურის განვითარების, პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
კულტურის ეროვნული ფონდის მიზნები და ამოცანებია, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, კულტურის სფეროს დაფინანსების საჯარო, გამჭვირვალე და სამართლიანი სისტემის შექმნა, კულტურის სფეროსთვის განკუთვნილი ფინანსების რაციონალური და სტრატეგიული ხარჯვა, ასევე კულტურის თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საზოგადოების ყველა წევრისთვის, განსაკუთრებით - რეგიონების/მაღალმთიანი სოფლების, საზღვრისპირა მუნიციპალიტეტების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის, სპეციალური საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, უმცირესობებისთვის, ახალგაზრდებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის.
ფონდი ასევე ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიების, კულტურული ტურიზმისა და მარშრუტების განვითარებას. მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების, კულტურის დღეების, გამოფენების, კონცერტების, ფესტივალების, საგასტროლო და სხვა გასვლითი აქტივობების ხელშეწყობა იქნება. ფონდი ადმინისტრირებას გაუწევს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით; იზრუნებს ქართველი ხელოვანების მონაწილეობაზე საერთაშორისო ბაზრობებზე, ფესტივალებზე, კონკურსებსა და შემოქმედებით პლატფორმებზე; ასევე ხელს შეუწყობს სახელოვნებო განათლების განვითარებას - უზრუნველყოფს კულტურის სფეროში გრანტების გაცემას და მოიზიდავს ინვესტიციებს, მხარს დაუჭერს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
კულტურის ეროვნული ფონდის სტრუქტურა:
ფონდის ხელმძღვანელი მინისტრის ბრძანებით დაინიშნება. 4 წლის ვადით, შეიქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც განსაზღვრავს ფონდის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს. საბჭოს შემადგენლობაში შევლენ როგორც საჯარო უწყებების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები;
საბჭოს გარდა, შეიქმნება საკონკურსო კომისიები - სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად გამოცხადებული თემატური კონკურსებისათვის; კომისიის წევრთა დაკომპლექტება მოხდება ღია კონკურსის წესით;
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ფონდი ფუნქციონირებას 2020 წლის 1 იანვრიდან დაიწყებს და მისი ბიუჯეტი 50 მილიონ ლარამდე განისაზღვრება. კულტურის ეროვნულ ფონდს ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, ამ წლის მაისში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის გაერთიანების შედეგად ლიტერატურის ეროვნული ფონდი უნდა შექმნილიყო. ფონდის ხელმძღვანელად ირმა რატიანი მიაზრებოდა.
სამინისტროს ამ ინიციატივას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, მწერლებისა და გამომცემლების მხრიდან, რომლებიც აპროტესტებდნენ ორი წარმატებული ორგანიზაციის გაუქმებას.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















