რაულ ჰაჯიმბა სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხს ვლადიმირ პუტინთან განიხილავს
საქართველო, თბილისი - 15:14 | 06.08.2019 ნანახია: 1408
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ჰაჯიმბა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხს განიხილავს. ჰაჯიმბასა და პუტინის შეხვედრა კი სოჭში იგეგმება.
როგორც რაულ ჰაჯიმბა განმარტავს, შეხვედრაზე განხილული იქნება "ქვეყნის" ეკონომიკური და ფინანსური საკითხები და ასევე სოხუმის აეროპორტის აღდგენის ეროპორტის თემაც. ჰაჯიმბას თქმით, სოხუმი ამ დროისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადების ეტაპზეა (აეროპორტის აღდგენისთვის) და საბოლოოდ მოზიდული იქნება სპონსორებიც.
აღსანიშნავია, რომ აეროპორტი სოხუმიდან 18 კმ-ს დაშორებით მდებარეობს და ის გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა. აეროპორტი 1993 წლამდე ფუნქციონირებდა.
როგორც ცნობილია, 2019 წლის 25 ივლისს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ჰაჯიბამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც სოხუმის აეროპორტი გამოყენებული იქნება როგორც სამხედრო ასევე სამოქალაქო ავიარეისებისათვის.
“აეროპორტის რეკონსტრუქციის შემდეგ, აფხაზეთსა და რუსეთს შორის ავიამომისვლის აღდგენა იგეგმება, რომელიც 26 წლის წინ შეწყდა, ომის შემდეგ”, განაცხადა ე.წ. სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ფიფიამ.
მან ასევე დასძინა, რომ სოხუმის აეროპორტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო, რისთვისაც რუსული ინვესტიციების მოზიდვა მოხდა. რეკონსტრუქციის შემდეგ აეროპორტი დღე-ღამეში 3-დან 5 ათასამდე მგზავრის მიღებას შეძლებს.
აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების განცხადების შემდეგ კომენტარი საქართველოს მთავრობაშიც გააკეთეს, სადაც აღნიშნეს, რომ სოხუმის აეროპორტიდან საქართველოს ნებართვის გარეშე საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, 2019 წლის 26 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ცალსახად არის გადმოცემული, რატომ ვერ განხორციელდება სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა საქართველოს საავიაციო ხელისუფლების ნებართვის გარეშე.
განცხადების თანახმად, სოხუმის აეროპორტში ვერცერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ.
იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე.
სოხუმის აეროპორტი საქართველოს მხარის მიერ დაკეტილია 1993 წლიდან. ის არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს.
ICAO – ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. მისი მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.
საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია აეროდრომის გამოყენება სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვის, თუ მისი ექსპლუატანტი არ ფლობს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ, მოქმედ აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატს.
საქართველოს ტერიტორიაზე აეროდრომების სერტიფიცირებას, სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის გაუქმებას, ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს საქართველოს ამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს", განმარტავენ უწყებაში.
რამდენიმე დღის წინ კი ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. საქართველოს ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) კონსტანტინე ქავთარაძე ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს ოლუმუივა ბენარდ ალიუს, ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ფანგ ლიუს, საჰაერო ნავიგაციის ბიუროს დირექტორს სტეფან კრემერს, საჰაერო მიმოსვლის მართვის დირექტორატის დირექტორს კრის დალტონს, საავიაციო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორს კატალინ რადუს და ICAO-სთან აკრედიტებული ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა. განხილვის თემა იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ, სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენები განახორციელოს.
ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ამგვარი ნაბიჯები არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, გაეროს ქარტიას, უხეშად ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
შეხვედრაზე ICAO-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ICAO როგორც გაერო-ს სტრუქტურა, მხარს უჭერს გენერალური ასამბლეისა და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას და ერთმნიშვნელოვნად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მათ აღნიშნეს, რომ კარგად იცნობენ ამ პრობლემას, რომლის პოლიტიკური შემადგენლის განხილვა გაერო-ს ფარგლებში ხდება, ხოლო ტექნიკურ და სამართლებრივ მხარეს ჩიკაგოს კონვენცია და ICAO-ს წესები არეგულირებ. კერძოდ, მათ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ჩიკაგოს კონვენცია და ICAO-ს პრინციპები კონვენციის წევრ ქვეყნებს უკრძალავს საჰაერო ნავიგაციის სფეროში ისეთ ქმედებებს, რაც მეორე ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს. ამასთან ერთად აღინიშნა, რომ ICAO-ს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის, რომელშიც აფხაზეთი შედის მინიჭებული აქვს ერთიანი სპეციალური კოდი FIR (Flight Information Region), რომლის შეცვლაც, ან მეორე ქვეყნის საჰაერო სივრცის ან მისი ნაწილის კოდზე მიბმა საქართველოს თანხმობის გარეშე შეუძლებელია. ICAO, რომელიმე ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მხრიდან ამგვარი მიმართვის შემთხვევაში არც კი განიხილავს ამ საკითხს, რადგან ქვეყნის საჰაერო სივრცის კოდის ცვლილება მხოლოდ ამ ქვეყნის თანხმობით შეიძლება. შესაბამისად რა კოდიც არ უნდა მიანიჭოს რუსეთმა სოხუმის აეროპორტს, ICAO მას ყოველთვის საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს.
თავის მხრივ საქართველოს ელჩმა ორგანიზაცის წევრებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის წესი, ანუ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კონსტანტინე ქავთარაძემ ხაზი გაუსვა, რომ 1992-93 წლების სამხედრო მოქმედებების გამო, სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე ჯერ კიდევ 1993 წელს დაიკეტა. მისი თქმით აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ნებისმიერი საჰაერო მიმოსვლა ამ ტერიტორიის თავზე ექვემდებარება საქართველოს მთავრობის თანხმობასა და ნებართვას. ხოლო იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საქართველოს მთავრობა ვერ ახორციელებს თავის ლეგიტიმურ იურისდიქციას აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სტრუქტურები მოკლებული არიან შესაძლებლობას, უზრუნველყონ ფრენებზე ზედამხედველობის ფუნქციები. ამ პირობებში, შეუძლებელია ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა.
ელჩმა სთხოვა ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს საჰაერო ნავიგაციის ბიუროს ხელმძღვანელებსა და ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ამ უკანონო მცდელობას, მოსთხოვონ მას პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, გაეროს ქარტიასა და ჩიკაგოს კონვენციას.
ICAO-ს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ელჩს მიწოდებული ინფორმაციისთვის და დაადასტურეს ICAO -ს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერა.
პოლიტიკა
- მომესმა თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ ამ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა ჟურნალისტების მიმართ? - ნინო წილოსანი ლევან იოსელიანს
- როგორ თხასავით გაყიდა ივანიშვილმა მისი ერთგული ადამიანები, იგივე ხარაზიშვილი, რომელიც „მაგნიტსკის სიაშია“ და ფაქტობრივად, „მგლის ბილეთით“ გაუშვა თანამდებობიდან - ლევან ხაბეიშვილი
- 2024 წლის გაზაფხულის აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავების მიმართ პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ნოემბერ-მარტის აქციებზე არაპროპორციული ძალის გამოყენების წინაპირობა შექმნა - ლევან იოსელიანი
- „ქართული ოცნება“ გამალებით ცდილობს დასავლურ არენაზე ლეგიტიმაციის მოპოვებას, მოგზაურობით და იმ გზით, რაც მათ დაისახეს, ამას ვერ შეძლებენ - პეტრე ცისკარიშვილი
საზოგადოება
- ქობულეთის დაბა ოჩხამურში ჯილეხი დადასტურდა
- ჟურნალისტი დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯონ, ამბობენ, რომ პოლციელს შეურაცხყოფა მიაყენა, რატომ არ დაიჭირეს ისინი, ვინც ჟურნალისტებს ფეხებით შედგნენ და სცემეს? - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
- ჯანსუღ კახიძის საიუბილეო კონცერტები რეგიონებში „თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართება
- რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში
სამართალი
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
- ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის 2 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
- ივანიშვილის დავალებით გამიტაცეს, 2 დღე თვალახვეული მატარეს და ჩამტენეს თვითმფრინავში - გიორგი ბაჩიაშვილი
მსოფლიო
- ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი
- უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს ენგელსის ნავთობბაზაზე, რომელიც რუსულ სტრატეგიულ თვითმფრინავებს საწვავით ამარაგებს
- რუსებმა კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანეს - დაიღუპა 4 და დაშავდა 20 ადამიანი
- ილონ მასკი უბრალოდ გაგიჟდა - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში Shell-ისა და Mobil-ის პროდუქციაზე განსაკუთრებული შეთავაზება იმოქმედებს
- Behind the scene – უნიკალური გამოცდილება Porsche-ს მფლობელებისთვის
- Volvo Personal Service – როდესაც სერვისი პერსონალურ გამოცდილებად იქცევა
- „თეგეტა ბიზნესი“ - ჰოლდინგის ახალი მიმართულება ბიზნესების მხარდასაჭერად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება