16 წლის ბიჭმა ბაბუა კომპიუტერის გამორთვის გამო მოკლა

საქართველო, თბილისი - 13:36 | 06.08.2019
ნანახია: 1085

უკრაინაში, ნიკოლაევის ოლქში 16 წლის მოზარდმა მოკლა ბაბუა, რომელმაც კომპიუტერი გამოურთო და თამაში შეაწყვეტინა.  

მედიის ცნობით, მამაკაცი სტუმრად ქალიშვილთან იმყოფებოდა. მან შვილიშვილს სთხოვა ეზოში ბალახი გაეთიბათ. ამ დროს ბიჭი კომპიუტერულ თამაშს თამაშობდა და ბაბუას ყურადღებას არ აქცევდა. ბაბუამ მას მოულოდნელად კომპიუტერი გაუთიშა, რამაც მოზარდის აგრესია გამოიწვია. ბიჭმა მოხუცს დანით ხუთი ჭრილობა მიაყენა.

მამაკაცი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

მოგვიანებით მოზარდი პოლიციაში თვითონ მივიდა და სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ უამბო. დაწყებულია გამოძიება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე