გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების მემორიალი გახსნა
საქართველო, თბილისი - 13:19 | 06.08.2019 ნანახია: 1042
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების მემორიალი გახსნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიებას აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი მცხოვრებლები დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა. მინისტრმა ადგილობრივ მკვიდრებთან შეხვედრა გამართა, რა დროსაც მოსახლეობამ მას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის დადგმა სთხოვა.
მემორიალი ყველა მებრძოლსა და მოქალაქეს ეძღვნება, რომელიც აგვისტოს ომის დროს დაიღუპა.
გიორგი გახარიამ დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო , მემორიალი ყვავილებით შეამკო და შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა:
"ჩვენ ყველას კარგად გვესმის რომ ყველაზე მცირეა ეს მემორიალი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ამოცანა და ძირითადი მოვალეობაა გვახსოვდეს, ვიზრუნოთ პირველ რიგში მათ ოჯახებზე, ვიზრუნოთ მათ კუთხეზე და რაც მთავარია 24 საათი ვიშრომოთ იმისთვის, რომ შრომით, მშვიდობიანად დავიბრუნოთ ის რაც დავკარგეთ და ის რაც ჩვენ გვეკუთვნის. დრო არ დავხარჯოთ იმის მტკიცებაში და იმის ახსნაში სამშობლო ვის უფრო უყვარს, ვინ დაიწყო ომი, ვინ არის ოკუპანტი და სად არის გამყოფი, საოკუპაციო ხაზი. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით სად არის ეს ხაზი, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ ჩვენს მიწაზე ომს ვერ დაიწყებ, და ყველამ კარგად ვიცით რომ ხაზი რომელიც აქ არის, არის საოკუპაციო ხაზი. ეს მემორიალი არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი იდეა და თქვენი დამსახურება. მინდა ქედი მოვიხადო თითოეული გმირის ხსოვნის წინაშე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 2008 წლის გაკვეთილი არის ის გაკვეთილი, რომ ომი არ არის გამოსავალი, გამოსავალი არის შრომა, გამოსავალი არის უკეთესი, განვითარებული, დემოკრატიული ქვეყანა და გამოსავალი არის ჩვენს შვილებზე , მათ მომავალზე და პირველ რიგში დაღუპული ვაჟკაცების შვილებზე ზრუნვა'', - განაცხადა გიორგი გახარიამ.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი დაიღუპა. მემორიალის გარდა, მოსახლეობამ გიორგი გახარიას გზის დაგებაც სთხოვა, აღსანიშნავია რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა დაასრულა სატენდერო პროცედურები და გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები სოფელში უკვე მალე დაიწყება.
მემორიალის გახსნის შემდეგ გიორგი გახარია საოკუპაციო ხაზზე ზემო ნიქოზის საგუშაგოშიც იმყოფებოდა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















