ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში 65 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 17:05 | 05.08.2019
ნანახია: 851

ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში 65 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, გარდაცვლილი ოზურგეთის თოჯინების თეატრის ყოფილი მსახიობი და ადმინისტრატორი გია ფარსადანაშვილია.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამატებით დეტალებზე ექსპერტიზა ჩატარდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე