ებოლას ვირუსის გამო რუანდამ კონგოსთან საზღვარი ჩაკეტა

საქართველო, თბილისი - 16:43 | 01.08.2019
ნანახია: 1086

აღმოსაველთ აფრიკაში, რუანდამ, საზღვარი ჩაკეტა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, სადაც ებოლას ვირუსი მძვინვარებს. იუწყება ВВС.

გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც კონგოში, სასაზღვრო ქალაქ გომაში ებოლას ვირუსით დასნეულებული ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამ მომენტისთვის ქვეყანაში ებოლას ვირუსით 2 700 ადამიანი დაავადდა.  

სიტუაცია ასევე გართულდა კონფლიქტის გამო, რამაც ჯანდაცვის სფეროში მომუშავე თანამშრომლებზე თავდასხმები გამოიწვია.

კონგოს პრეზიდენტის განცხადებით, რუანდის ხელისუფლებამ გომაში გამშვები პუნტქის ჩაკეტვის გადაწყეტილება ცალხმრივად მიიღო.

მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებდა, რომ ვირუსის შეჩერების მიზნით, გამგზავრებასა და ვაჭრობაზე შეზღუდვები სიტუაციას გაართულებდა.

 


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე