„ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ აუქციონზე 34 500 დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 15:55 | 01.08.2019
ნანახია: 1261

ჯოან როულინგის ჰარი პოტერის პირველი ნაწილი, რომელიც 1997 წელს, Bloomsbury-იმ პირველად გამოსცა, აუქციონზე 34 500 დოლარად გაიყიდა.

„ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ როულინგის პირველი წიგნია, რომელიც Bloomsbury-იმ 1977 წლის 30 ივნისს გამოსცა. წიგნი რომელიც აუქციონზე 34 500 დოლარად გაიყიდა, თავდაპირველად, ფასდაკლებაზე, 1,5 დოლარად შეიძინეს.

შვიდტომეულის პირველ წიგნში, 2 შეცდომაა დაშვებული. სიტყვა „ფილოსოფიურში“ გამოცემის უკანა ყდაზე დაშვებულია ორთოგრაფიული შეცდომა, ხოლო 53-ე გვერდზე ერთი სიტყვა, ორჯერ წერია.

წიგნის ყოფილმა მფლობელმა განაცხადა, რომ გამოცემის შეძენისას სჯეროდა, რომ ერთ დღესაც წიგნი ძვირად გაიყიდებოდა, თუმცა ვერ წარმოიდგენდა, რომ ფასი ასეთი მაღალი იქნებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე