ზვიად კუპრავას 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 11:49 | 01.08.2019
ნანახია: 984

თბილისის საქალაქო სასამართლომ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დამნაშავედ ცნო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზვიად კუპრავას სასჯელის ზომად ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმე ეხება თითქმის ერთი წლის წინ, სასამართლოს შენობაში მომხდარ ფაქტს. აღკვეთის ღონისძიებად კუპრავას გირაო შეეფარდა. გირაოს ქვეშ მყოფმა კი გამოძიების ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ადვოკატს, ირაკლი ზაქარეიშვილს, რის გამოც ზვიად კუპრავას გირაო პატიმრობით შეეცვალა.

კუპრავას პატიმრობის 6 თვე უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კიდევ 3 თვეს გაატარებს. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე