ნიუ-იორკის შტატში მარიხუანის გამოყენება ლეგალიზებულია

საქართველო, თბილისი - 15:04 | 30.07.2019
ნანახია: 1316

ნიუ-იორკის შტატში მარიხუანის გამოყენება ლეგალიზებულია. როგორც The Independent-ი წერს, კანაბისის მცირე რაოდენობა ამიერიდან სისხლის სამართლის დანაშაულად აღარ მიიჩნევა.

შესაბამის კანონპროექტს ხელი შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, 28,3 გრ მარიხუანის მფლობელს 50 დოლარის ჯარიმას გამოუწერენ, მეტი რაოდენობის ფლობისთვის კი მას 200 დოლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს.  

ნიუ-იორკი მე-16 შტატი გახდა, სადაც მარიხუანის დეკრიმინალიზაცია მოხდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე