ნეიმარს გაუპატიურების საქმეზე ბრალდება მოუხსნეს

საქართველო, თბილისი - 13:17 | 30.07.2019
ნანახია: 1148

„პარი სენ ჟერმენისა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდმსხმელს ნეიმარს გაუპატიურების ბრალდებით აღარ გაასამართლებენ. როგორც ცნობილია, ფეხბურთელს სექსუალურ ძალადობაში ბრაზილიელი მოდელი ნაჟილა ტრინდადი ადანაშაულებდა.

 არსებული ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელს მტკიცებულებების არარსებობის გამო ბრალს არ წაუყენებენ. ტრინდადის ჩვენებაში უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტებია.

გოგონა ამტკიცებდა, რომ ნეიმარმა ის 15 მაისს პარიზში გააუპატიურა. ფეხბურთელი კი ამბობდა, რომ ორივე, სექსით ნებაყოფლობით დაკავდა. მოდელი კი მას ფულის გამოძალვის მიზნით აშანტაჟებდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე