ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

საქართველო, თბილისი - 16:32 | 22.07.2019
ნანახია: 1015

ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პროკურატურაში ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ განცხადება შეიტანა.

ნინო ბარაჩაშვილის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი ყალბი დოკუმენტებით ქონების მიტაცებას ცდილობს.

"გამოძიების დაწყების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას მივმართეთ, რადგან ირაკლი ოქრუაშვილი ყალბი დოკუმენტებით, ქონებრივი უფლების მიღებას ცდილობს. ხელმოწერების ნამდვილობასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დანიშნულია ექსპერტიზა. შესაბამისად, დაველოდოთ ექპერტიზის პასუხებს ", - ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს რუსთავი 2-ის წილების დაყადაღება მოსთხოვა. თუმცა, სასამართლომ ოქრუაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე